ქედაში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი გაიმართა.
დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. საახალწლო პროგრამა მოიცავდა საბავშვო აქტივობებს, ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლების მუსიკალურ ნომრებს.
დღის ბოლოს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ ბავშვებთან ერთად, საზეიმოდ აანთო საახალწლო ნაძვის ხე. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა

