By
ქედაში საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან იწმინდება
ქედის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს ზაზა შავაძესთან და ქედის განყოფილების უფროს გოჩა ბერიძესთან ერთად, სოფელ ზუნდაგაში საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.
ეტაპობრივად იწმინდება მუნიციპალიტეტის სოფლებთან და ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები. სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და ქედის „კომუნალურსერვისის“ ტექნიკაა ჩართული.