19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ქედის ბაგა-ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მთავრდება
By

ქედის ბაგა-ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მთავრდება

თამაზ მგზავრიძე 27 48 94 –

ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი რჩება. წელს ქედაში ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა დაინერგა, ვებგვერდზე აღსაზრდელის რეგისტრაცია შესაძლებელია 2 წლის ასაკიდან. დღეის მონაცემებით, 13-ვე ბაღში სულ 480 ბავშვია რეგისტრირებული, მათ შორის – 90 ახალი აღსაზრდელი.

ბაგა-ბაღებში ეტაპობრივად ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა მერისის ბაგა-ბაღის სააღმზრდელო (სათამაშო) ოთახს და ეზოს, ოქტომბრის, პირველი მაისის და წონიარისის ბაღებში მოეწყო სამასწავლებლო ოთახები, ხოლო ვაიოს ბაღის შენობაზე ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

ბაღების ადმინისტრაცია ემზადება ავტორიზაციისთვის, მასწავლებლებს და აღმზრდელებს გავლილი აქვთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების სემინარ-მოდული. წელს დაინერგება ახალი კურიკულუმის მეთოდი, რაც გულისხმობს აღსაზრდელთა სააქტივო აასივრცეების თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობას, შესაბამისი ლიტერატურით, მეორადი და ბუნებრივი ინვენტარით მათ აღჭურვას.

ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *