19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ქედის რაიონში შშმ პირთა მდგომარეობის შესახებ ონლაინსემინარი ჩატარდა
By

ქედის რაიონში შშმ პირთა მდგომარეობის შესახებ ონლაინსემინარი ჩატარდა

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მოწვევით შედგა ონლაინ ლექცია-სემინარი თემაზე შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

საუბარი შეეხო შშმ პირთა უფლებების დაცვას, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის მიმოხილვას, იმ პრაქტიკულ მიღწევებსა და გამოწვევებს, რაც ამ სფეროშია. ტრენერმა ისაუბრა პირად გამოცდილებაზეც. ლექციას უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ პირთა უფლებების“ დამფუძნებელი, იურისტი თამაზ მჟავანაძე.

– კორონავირუსის მიერ გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. შესაბამისად, ვუერთდებით მოწოდებას „დარჩი სახლში“. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია აქტივობები და საქმიანი რიტმის გაგრძელება. ამიტომ ვმუშაობთ  ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა შშმ პირთა უფლებებისა და ახალი კანონის მიმოხილვა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან კანონპროექტის აქტიური განხილვა მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს შშმ პირთა საჭიროების შესწავლა ვირუსის პირობებში. გვაქვს ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან, პრემიერ მინისტრის აპარატთან, აჭარის მთავრობასთან. შშმ პირთა საკითხებთან დაკავშირებით ყველა საჭიროების შესწავლა ხდება. ქედის ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ტრენერად მომიწვია. ონლაინრეჟიმში ვისაუბრეთ საქართველოში შშმ პირთა ზოგად უფლებრივ მდგომარეობაზე. განვიხილეთ ამ მიმართულების სამართლებრივი ასპექტები. ვისაუბრეთ კანონმდებლობის რეალურ მიღწევებზე და შანსებზე, ისტორიულ ასპექტებზეც. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.ვფიქრობ, მსგავსი ტიპის მიწვევები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალმთიანი რაიონის მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც აღნიშნულ საკითხში მოსახლეობის გათვითცნობიერების საკითხი იმაზე უკეთესი უნდა გახდეს, ვიდრე დღესაა, – გვითხრა თამაზ მჟავანაძემ.

  • No Comments
  • მარტი 31, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *