
ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მალიკ მურზალინს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა ელჩს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული გარემო გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე.
ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. თანამშრომლობა მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი ულან ტლეუგალი ესწრებოდნენ.