
„ქობულეთის მერობა ჩემთვის დიდი პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა“
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ირაკლი ცეცხლაძის განაცხადებით, მისთვის დიდი პატივია, რომ მერობის შეთავაზება მიიღო.
ირაკლი ცეცხლაძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავალი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს, მათ შორისაა, ბულვარის 10-კილომეტრიანი ზოლის დასრულება.
„ჩემთვის ქობულეთის მერობა დიდი პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. როდესაც გუნდიდან მივიღე შემოთავაზება, ეს მივიღე, როგორც პატივი და შესაძლებლობა, ვემსახურო ჩემს კუთხეს. ქობულეთში სანაპირო ზოლზე მოეწყო სამი ახალი სკვერი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე სამ სკვერს. მოეწყო ახალი ბულვარი ფიჭვნარში, რომლითაც სანაპირო ზოლი სრულად გახდა 10-კილომეტრიანი. მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს მივიყვანთ ბოლომდე, რის შემდეგაც მზადებას დავიწყებთ ახალი პროექტებისთვის“,- აცხადებს ირაკლი ცეცხლაძე.