19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ქობულეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
By

ქობულეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს გიორგი ცინარიძესთან ერთად გაეცნო.
სოფელ კვირიკეში, რკინიგზის გადასასვლელი-კვირიკე ჰესის მიმართულებით, 1,15 კმ საავტომობილო გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და გაბიონები.
რეაბილიტირებული გზით 80 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში დაახლოებით 9 კმ ასფალტის საფარის, 15 კმ ბეტონის საფარის, 2 ხიდის და 25 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

  • No Comments
  • ივლისი 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *