18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
ქობულეთში შესარჩევი კონკურსი გაიმართა
By

ქობულეთში შესარჩევი კონკურსი გაიმართა

პროგრამის – „ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა“ ფარგლებში შესარჩევი კონკურსი გაიმართა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მიმდინარე წელს შემოსული იყო 22 განცხადება. გამარჯვებულებს შესაბამისი კომისია პროექტების შესწავლის შედეგად გამოავლენს.
აღნიშნული პროგრამა თანამონაწილეობის პრინციპით ხორციელდება. თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 10 %-ს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან ფიზიკურ პირებს, ქალებს ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს. ეროვნული უმცირესობები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ქალები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დედები, ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები თავისუფლდებიან თანამონაწილეობის ვალდებულებისგან.


„პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, ასევე ქალთა თანაბარი უფლებებისა და გაძლიერების მხარდაჭერას.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის“ პროგრამას მერია 2022 წლიდან ახორციელებს. უკვე დაფინანსებულია 34 ბენეფიციარი“,-ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივნისი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *