
By
ქობულეთში შოუ-კონცერტი გაიმართება
15 აგვისტოს, 19:00 საათზე, ქობულეთის ზღვისპირა პარკში საქართველოს კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, „ზაფხულის მუსიკალური საღამოების“ ფარგლებში, შოუ-კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას „Visit Kobuleti“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ – ჯგუფი „ბანი“, სალომე ბაკურაძე, მასტერი, ქეთი გომართელი, თამთა ჭელიძე, თემო საჯაია და თამარ მეჭიაური. კონცერტს გაუძღვება თამუნა გომართელი. მსურველთათვის დასწრება თავისუფალია