
By
ქობულეთში ჭაბურღილები შენდება
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სოფლებში, წყლის დებეტის გაზრდის მიზნით, ჭაბურღილების მშენებლობა მიმდინარეობს.
წელს მუნიციპალიტეტში 8 ჭაბურღილი აშენდება.
ზაფხულის პერიოდში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყლის დებეტის შემცირების გამო, რიგ სოფლებში წყლის მიწოდება ხორციელდება გრაფიკით. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აღნიშნული საკითხი სრულად მოგვარდება.
მუნიციპალიტეტის მერია ასევე აქტიურად ატარებს სხვა საჭირო ღონისძიებებს, რომელიც გულისხმობს როგორც ჭაბურღილების მშენებლობას, ასევე, წყლის სათავე ნაგებობებისა და მილების რეაბილიტაციას.
გარდა ამისა, „აჭარის წყლის ალიანსი“ დამატებით ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებას შეზღუდვების გარეშე.
გალერეა
