19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
ქორწინებას ჯერ ვერ დაარეგისტრირებთ
By

ქორწინებას ჯერ ვერ დაარეგისტრირებთ

ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მათ, ვისაც იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებით მომსახურება სურთ, ვებგვერდზე – წინასწარი, ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ:

– გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე. ჯავშნის ელექტრონული სისტემა მოქმედებს დღეიდან,- განაცხადა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, ჯერჯერობით შეუძლებელია ქორწინების რიტუალის სერვისით უზრუნველყოფა. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე, რომელიც ხელისუფლების დადგენილებით, 22 მაისის ჩათვლით გრძელდება, იუსტიციის სახლები აღნიშნული წესებით იმოქმედებენ. არსებული შეზღუდვები თეა წულუკიანის განცხადებით, ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით მოიხსნება.

  • No Comments
  • მაისი 4, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *