18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

ქურდები ტაძარსაც კი არ მოერიდნენ

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 – ქურდობის გამო, რომელიც ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მოხდა, დღეს, დილიდან, აქ სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ეკლესია ღამით გაქურდეს. „აჭარა“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერ იოანე გორელიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ტაძრიდან წაღებულია სასანთლე, დაახლოებით 100 ლარამდე ხურდა და საეკლესიო ნივთები, გატეხილია შესაწირი ყუთი. – შემთხვევა დღეს, ღამით, მოხდა, წაღებულია სასანთლე, ას ლარამდე ხურდა, საეკლესიო ნივთებიდან – სამაჯურები, ჯვრები, ბეჭდები. . . გატეხილია შესაწირი ყუთიც, – გვითხრა იოანე გორელიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.]]>

  • No Comments
  • ივნისი 2, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *