
ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
შაშიკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ დაათვალიერა.
-ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. სანიაღვრე სისტემებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე იგება ასფალტის საფარის მეორე ფენა, რომლის შემდეგაც განხორციელდება საგზაო მონიშვნები, მოეწყო ეზოს შესასვლელები. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ენვერ ხაბაძისა და გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩების რეაბილიტაციას, – განაცხადა გიორგი მურვანიძემ.
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის აკაკი ბერიძის განცხადებით, აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
– შაშიკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე პროექტის ღირებულება 2 მილიონ 900 000 ლარია. პარალელურად, ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს ხაბაძისა და კვინიტაძის მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. განხორციელდება სანიაღვრე ქსელებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი ლარია, – განაცხადა აკაკი ბერიძემ.
მანანა ტაკიძე
გალერეა


