ღაზაზე შეტევის გეგმა დამტკიცდა
By

ღაზაზე შეტევის გეგმა დამტკიცდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა, ქალაქ ღაზაზე შეტევითი ოპერაციის გეგმა დაამტკიცა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა წარუდგინა. ოპერაცია „გიდეონის ეტლები B“-ის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის ძალები დაახლოებით 60 000 რეზერვისტს გამოიძახებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარების გეგმა მიმდინარე თვის დასაწყისში დაამტკიცა.

  • No Comments
  • აგვისტო 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *