19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ღაზაში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარების 12 სატვირთო მანქანა შევიდა
By

ღაზაში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარების 12 სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 12 სატვირთო მანქანა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტიდან შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციუას NN წითელ ჯვარზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მანქანებში იყო წყალი, საკვები, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგი, მაგრამ არა – საწვავი.
ამ დროისთვის ბოლო დღეების განმავლობაში რაფაჰის გამშვებ პუნქტზე გადასულ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტომობილების რაოდენობამ 74-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზადან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *