„ღამის სერენადები“ – ბათუმში
By

„ღამის სერენადები“ – ბათუმში

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 20 აგვისტოს ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა (ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ისაკაძე).

ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობენ, მათ გარდა, ტრადიციულად, ფესტივალზე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებიც გამოდიან მაყურებლის წინაშე, რაც საღამოს გამორჩეულად საინტერესოს ხდის.

დღეს, 20 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ფესტივალის ბათუმური ნაწილი გაიხსნება, რომელზეც მუსიკოსები მსმენელის წინაშე ძალიან საინტერესო პროგრამით წარსდგებიან. საღამოზე გაიჟღერებს უდიდესი კომპოზიტორის – ენიო მორიკონეს მუსიკა კინოფილმებისთვის.

კონცერტში მონაწილეობენ: ნელო სალცა (საყვირი, იტალია), სოფო ხალვაში (ვოკალი, საქართველო), გიორგი შიოლაშვილი (ფორტეპიანო, საქართველო), ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (ლელა მჭედლიძე – პირველი ვიოლინო).

ფესტივალს ბათუმი კიდევ ორ დღეს – 24 და 26 აგვისტოს უმასპინძლებს.

9 ოქტომბერს კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ხოლო დასკვნითი საღამო ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის დრამატულ თეატრში გაიმართება.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • აგვისტო 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *