19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ღვაწლმოსილი ექიმი შოთა შარაძე დაჯილდოვდა
By

ღვაწლმოსილი ექიმი შოთა შარაძე დაჯილდოვდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის მუნიციპალიტეტის განყოფილების უფროსი შოთა შარაძე სიგელით დააჯილდოვა.
– დღეს ჩვენ ვიმყოფებით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, სადაც ექიმ შოთა შარაძის პროფესიული საქმიანობიდან გაცილების ღონისძიება იმართება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ბატონ შოთას 27-წლიანი გამოცდილება აქვს. სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდით გაწეული ღვაწლისთვის და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და წარმატებებს ახალ ეტაპზე, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
შოთა შარაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 42 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, 27 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.

  • No Comments
  • აგვისტო 25, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *