„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციები დაწესდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე და არა საქართველოს მოქალაქეებზე“
By

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციები დაწესდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე და არა საქართველოს მოქალაქეებზე“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავის მოადგილესთან ერთად, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის წევრებს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის, საგარეო უწყებაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში. მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საქართველოს მილიონობით მოქალაქე დააყენა უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ჩვენ ვმუშაობთ ბრიუსელში, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე – ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, ფინანსურ ელიტაზე, მოძალადეებზე, მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არ დასანქცირდეს საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ივანიშვილის მიზანი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციები დაწესდეს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, იქნება ეს ფინანსური სანქციები თუ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება მიზნობრივ ჯგუფებზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *