19 C ბათუმი
Monday 14th July 2025
„ყველა საქმე, შეხვედრა, შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული“
By

„ყველა საქმე, შეხვედრა, შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული“

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, მერიის თანამშრომლებს შეხვდა.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა არჩილ ბერიძემ, ირმა აფხაზავამ, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ლევან ბოლქვაძემ, შუახევის მერის წარმომადგენლებმა წყალსაყრის, უჩამბისა და დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულებში სულიკო ბოლქვაძემ, ემზარ და გია დავითაძეებმა, საჯარო მოხელე ფრიდონ დავითაძემ მიმდინარე პროგრამებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. მინისტრი გამორჩეულად სარწყავი არხების მოვლა-შენახვით დაინტერესდა. მას სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ყველა სარწყავ არხზე არსებულ მდგომარეობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

ყურადღება გამახვილდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, კერძოდ კურკოვანი და თესლოვანი ხილის რეალიზაციის, ხარისხოვანი მოსავლის წარმოების თაობაზე, სოფლებში მინისასათბურე მეურნეობების მოწყობაზე, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარებაზე.

მინისტრმა და სამინისტროს პასუხისმგებელმა მუშაკებმა შეხვედრაზე სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო ხედვებზე გაამახვილეს ყურადღება და მუნიციპალიტეტში არსებულ მთავარ გამოწვევებზე დასმულ კითხვებს უპასუხეს.

– მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად აისახოს მასში. ყველა საკითხი, რომელიც შეხვედრაზე დაისვა, ჩავინიშნეთ და სამინისტროს ხელმძღვანელობას მათზე დროული რეაგირება ექნება. ყოველი საქმე, თუნდაც შეხვედრა, შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, – თქვა მინისტრმა.

დენის სალუქვაძე ა(ა)იპ, „აგროსერვისცენტრის“ შუახევის საჩითილე და ვაზის სანერგე მეურნეობებშიც მივიდა და არსებულ სიტუაციას გაეცნო.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ივლისი 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *