ყირიმის ხიდის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს
By

ყირიმის ხიდის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს

ძალოვნებმა ყირიმის ხიდზე უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ასაფეთქებლით დატვირთული ავტომობილის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც რუსულ უწყებაში აცხადებენ, ბომბი რუსეთში საქართველოს გავლით შეიტანეს.

„მძლავრი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული მანქანა უკრაინიდან რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით შემოვიდა. რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთა ჩრდილოეთ ოსეთში/ალანიაში მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსში“ და უნდა გაგზავნილიყო კრასნოდარის მხარეში ავტოტრანსპორტით, რომელსაც კერძო გადამზიდავი მართავდა“, – ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ქვეყანაში შესვლის შემდეგ, ავტომობილი გადაეცემოდა პირს, რომელიც მასზე დაჯდებოდა და ყირიმის ხიდზე გაივლიდა, რის შედეგადაც „უნებლიე ტერორისტი-თვითმკვლელი“ გახდებოდა.

„უკრაინელი ტერორისტების ხრიკების მიუხედავად, ФСБ-მ მათი გეგმების დროულად გამოაშკარავება, Chevrolet Volt-ში ფრთხილად დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა, ასევე, ყველა იმ პირის დაკავებაზე მოაწერა, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მის მიწოდებაში მონაწილეობდა“, – ნათქვამია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

რუსული მედია წერს, რომ წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე მცდელობაა, როდესაც კიევმა დიდი რაოდენობით ასაფეთქებლის გამოყენებით, ყირიმის ხიდზე დივერსია სცადა. კერძოდ, 2 აპრილს ბელარუსის ძალოვნებმა ბრესტის საბაჟოზე მიკროავტობუსი შეაჩერეს, რომელშიც ნახევარ ტონაზე მეტი სინთეზური ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *