„შავი ზღვის თაფლის ფესტივალი-2025“
By

„შავი ზღვის თაფლის ფესტივალი-2025“

ბათუმი „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი-2025“-ს მერვედ მასპინძლობდა.

ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ესწრებოდნენ.

ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც აჭარის მეფუტკრეობის დარგში ფერმერების ხელშეწყობასა და ქართული თაფლის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

თაფლის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40-ზე მეტმა მეფუტკრემ წარმოადგინა. ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დარგის მიღწევებს და შეეძინათ როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია.

ფესტივალს ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები სტუმრობდნენ. აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში არაერთი გასართობი ღონისძიება გაიმართა.

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *