
By
შალვა გოგოლაძე სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე წარადგინა. მისი თქმით, სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ იგი სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
„მინდა, წარმოგიდგინოთ შალვა გოგოლაძე, რომელიც ამ ეტაპზე დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც სპორტის სამინისტრო გამოიყოფა, ის დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას. ასეთია ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.