
შალვა პაპუაშვილი : ბრიუსელი არ არის და ვერ იქნება სასამართლო
„ბრიუსელი არ არის და ვერ იქნება სასამართლო. ნებისმიერი პირი, ჩინოვნიკი, ინსტიტუცია, რომელიც თავის თავზე იღებს მართლმსაჯულების ფუნქციას, ეს არის მართლმსაჯულების ფუნქციის მითვისება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„შესაბამისად, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა და კანონის უზენაესობა რა დონეზეც არის, ამას აჩვენებს რეიტინგები, მათ შორის ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას. ქართული მართლმსაჯულების კეთილსინდისიერება არაერთხელ გადამოწმდა სტრასბურგის სასამართლოში. ქართული მართლმსაჯულება ვისაც ჩათვლის დამნაშავედ, დასჯის, ვისაც არ ჩათვლის დამნაშავედ, მათ შორის ვნახეთ ამ დღეებში განაჩენები, სადაც არ იყო საკმარისი მტკიცებულება, იქ დადგა გამამართლებელი განაჩენი, სადაც იყო, იქ დადგა გამამტყუნებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.