შალვა პაპუაშვილი – დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბი-ბი-სი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა
By

შალვა პაპუაშვილი – დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბი-ბი-სი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა

„ბი-ბი-სიმ“ წინასაარჩევნოდ მოამზადა სიუჟეტი, რათა დონალდ ტრამპის დისკრედიტაცია მოეხდინათ, ამის უკან დგას პოლიტიკური ინტერესები და სავარაუდო პოლიტიკური დაკვეთა, ამ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის სარჩელი აჩვენებს ფალსიფიკაციის იმ დონეს, რაზეც მიდის „ბი-ბი-სი“ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

„ეს აჩვენებს ფალსიფიკაციის იმ დონეს, რაზეც მიდის „ბი-ბი-სი“ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ფაქტია, რომ ამის უკან დგას პოლიტიკური ინტერესები და სავარაუდო პოლიტიკური დაკვეთა, ამ შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ. იცით, რომ წინასაარჩევნოდ იყო სიუჟეტი მომზადებული, რათა დონალდ ტრამპის დისკრედიტაცია მოეხდინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, ის ზღაპარი, რასაც ჩვენ გვიყვებიან მედიასტანდარტებზე, რომელიც თითქოს არსებობს ზოგიერთ ქვეყანაში და რასაც ჩვენ პირიქით ვხედავდით ბევრ მაგალითზე, არის აბსოლუტურად ერთი ხელით მართული პროპაგანდისტული მანქანა, სხვადასხვა ქვეყანაში ერთი კონგლომერაციული გაერთიანებებით იმართება. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება და ამყარებს, მათ შორის, ჩვენს პრეტენზიას „ბი-ბი-სის“ წინააღმდეგ.

თუ არ ვცდები, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 10-მილიარდიანი სარჩელი შეაქვს „ბი-ბი-სის“ წინააღმდეგ. იცით, რომ ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე, იურისტები მუშაობენ და რა თქმა უნდა, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ. იცით, რომ არის შესაძლებლობა, მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების და ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, რათა „ბი-ბი-სის“ ფალსიფიკაცია ვამხილოთ. კიდევ ერთხელ დასტურდება ამ გარემოებებით და მათ შორის, ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა „ბი-ბი-სი“. ვამზადებთ სარჩელს. რა თქმა უნდა, მიმართვას სჭირდება მომზადება, მათ შორის, სავარაუდოდ, საჭირო იქნება ბრიტანეთში იქაური იურიდიული დახმარების გამოყენება, ვინაიდან წარმომადგენლობაც მნიშვნელოვანი არის. ასე რომ, შევხედოთ, სამართლებრივად ვმუშაობთ ამ დოკუმენტზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა „ბი-ბი-სის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და კომპენსაციის სახით ათი მილიარდი დოლარი მოითხოვა.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *