შალვა პაპუაშვილი: დრო იხელთეს და უკვე ლამის ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს
By

შალვა პაპუაშვილი: დრო იხელთეს და უკვე ლამის ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ ათი მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესებას სოციალური ქსელით ეხმაურება. როგორც ის წერს, ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური ელიტის ქმედებები პოსტსაბჭოური ფენომენია.

„თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე რომ დრო იხელთეს და უკვე ლამის ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა დიდწილად კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა აშკარად საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი.

რაღაც მომენტში სოვლაბი ალბათ ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს, როდესაც მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლიეტუვამ საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა. მათ ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. სანქცირებულთა შორის არიან: ნინო გალუსტაშვილი, ჯვებე ნაჭყებია, სულხან თამაზაშვილი, მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი, რაჟდენ კუპრაშვილი, ვიქტორ მეტრეველი, ირაკლი შვანგირაძე, მარი მეშველიანი, ნათია თათია.

  • No Comments
  • ივლისი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *