შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა
By

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში (IPU) მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის გენერალურ დებატებში მონაწილეობა, სადაც ის სიტყვით გამოვა.

„ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *