შალვა პაპუაშვილი: სავარაუდო დანაშაულს ზედამხედველობა სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გაუწიონ
By

შალვა პაპუაშვილი: სავარაუდო დანაშაულს ზედამხედველობა სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გაუწიონ

რა თქმა უნდა, მძიმეა ასეთი სურათების ნახვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ყველაფერი დროულად გამოიძიოს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კადრები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების უძრავი ქონების ჩხრეკის შედეგად გაავრცელა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს, პარლამენტის თავმჯდომარე, ხომ არ გრძნობს მომხდარზე პასუხისმგებლობას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური მაკონტროლებელი, სავარაუდო დანაშაულს კი ზედამხედველობა სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გაუწიონ.

ჟურნალისტებმა, ასევე, შალვა პაპუაშვილს მიმართეს კითხვით, რატომ არ არიან ყოფილი მაღალჩინოსნები დაკავებულები, რაზეც მან უპასუხა:

„საზოგადოება ხედავს, რომ პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ნარკოდანაშაული თუ კორუფცია, ამიტომ ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ნდობა, რომ საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თუკი რაიმე გადაწყვეტილება არის ამ მხრივ მისაღები.

„ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულებაა სახელმწიფოს განვითარება. ხოლო თუკი რაიმე ხელს უშლის ეროვნული ინტერესების განხორციელებას და ხალხის კეთილდღეობის ზრდას, ამაზე, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნება“ საუბრობს.“

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები. შედეგად ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *