
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიხარდ რაშის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობასა და კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე.
„ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს, მათ შორის, ენერგეტიკის მიმართულებით. შალვა პაპუაშვილმა სლოვაკურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ძალიან ღირებულია სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირის დონეზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. რიჩარდ რაშიმ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია.
შეხვედრა შედგა ქ. ჟენევაში მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.