შალვა პაპუაშვილი: BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით  საჩივარი აუცილებლად შევა
By

შალვა პაპუაშვილი: BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით  საჩივარი აუცილებლად შევა

საჩივარი უკვე მომზადებულია და სარჩელის შეტანის ვადა კვლავ ძალაშია, შესაბამისად, ის აუცილებლად შევა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, არსებული წესის მიხედვით, პირველ ეტაპზე, საჩივარი „ბი-ბი-სის“ შიდა მარეგულირებელ მექანიზმში უნდა დარეგისტრირდეს.
„უახლოეს დღეებში ჩვენს საჩივარს BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას წარვუდგენთ. ველოდებით, რომ ამ ეტაპზევე მოხდება აღიარება, თითქოს აღნიშნული სიუჟეტი იყო ფაბრიკაცია და მანიპულაციური ხასიათის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს სხვა შესაბამის ინსტანციებისთვის მიმართვა. ჩვენი მოთხოვნა მარტივია – ვამბობთ, რომ სიუჟეტი იყო მანიპულაცია და სწორედ ამის აღიარებას ვითხოვთ. დეტალურ მოთხოვნებზე ამ ეტაპზე საუბარს არ ვაპირებ. ყველაფერი ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც საჩივარი გასაჯაროვდება. არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურები და, პირველ რიგში, გამოიყენება BBC-ის შიდა მარეგულირებელი მექანიზმი. თუ ისინი პასუხისმგებლობის აღებაზე უარს იტყვიან, მაშინ ვნახავთ, რამდენად დაიცავენ სტანდარტებს სხვა დონეზე. შემდეგი ეტაპებია მარეგულირებელი კომისია და სასამართლოები, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ყველა ამ პროცესს მივყვებით კანონით განსაზღვრული თანმიმდევრობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • No Comments
  • იანვარი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *