შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა 
By

შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს დელეგაციას PABSEC-ში ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ორგანიზაციის საქმიანობაში და ახლაც, როგორც PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა, ამ შესაძლებლობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.
მხარეებმა განიხილეს თბილისში დაგეგმილ PABSEC-ის გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებული დეტალები. აღინიშნა, რომ ასამბლეის თემატიკა ხელოვნურ ინტელექტსა და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება, რაც წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
ასევე, ხაზი გაესვა ქართული მხარის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გენერალური ასამბლეის პარალელურად დაგეგმილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეისა და PABSEC-ის ერთობლივი სხდომის ჩატარება. ეს ინიციატივა ამჟამად განხორციელების პროცესშია.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ PABSEC-ის პრეზიდენტის რანგში, აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში.

  • No Comments
  • მარტი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *