შეთანხმებამდე ჯერ შორია – რა პირობებს უყენებს ევროკავშირი რუსეთს?
By

შეთანხმებამდე ჯერ შორია – რა პირობებს უყენებს ევროკავშირი რუსეთს?

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს დოკუმენტი გააცნო, რომელიც განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა შესრულებასაც ბრიუსელი რუსეთისგან უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში ელოდება. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „მშვიდობა და უსაფრთხოება შეუძლებელია ევროკავშირის მოლაპარაკების მაგიდასთან მონაწილეობისა და ევროკავშირის ძირითადი ინტერესების გათვალისწინების გარეშე“.
ტექსტი გამორიცხავს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას და მიუთითებს, რომ თუ უკრაინა წავა ჯარების შემცირებაზე ან გარკვეული პოზიციებიდან გასვლაზე, „რუსეთმაც ანალოგიური ნაბიჯები უნდა გადადგას“. ასევე, მოთხოვნილია დეზინფორმაციული კამპანიების, კიბერშეტევებისა და ევროპული არჩევნების პროცესში ჩარევის შეწყვეტა, აგრეთვე, რუსეთის სამხედრო ყოფნის შეზღუდვა ბელარუსსა და სხვა რეგიონებში.

ჟენევაში 17-18 თებერვალს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „სამხედრო ფრონტზე გარკვეული დაახლოება არსებობს, თუმცა პოლიტიკურ ნაწილში პროგრესი არ არის საკმარისი“.
ამავე დროს, სააგენტო Reuters-თან ანონიმურად საუბარში, ევროპული სადაზვერვო წყაროები სკეპტიკურად აფასებენ ომის სწრაფად დასრულების შანსებს. მათი შეფასებით, კრემლი მოლაპარაკებებს იყენებს, რათა „ზეწოლა შეამციროს და სანქციების მოხსნას მიაღწიოს“.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს „ძალიან კარგი მუშაობა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე“, თუმცა დასძინა: „ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი – ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის, არამედ „სამართლიანი მშვიდობის“ მიღწევა.

  • No Comments
  • თებერვალი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *