19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
შესაძლოა სილამაზის სალონები ვადაზე ადრე გაიხსნას
By

შესაძლოა სილამაზის სალონები ვადაზე ადრე გაიხსნას

ნანა აბულაძე: 577 20 35 90

სილამაზის სალონები შეიძლება იმაზე ადრე გაიხსნას, ვიდრე ეს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმითაა გათვალისწინებული, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა და დასძინა, რომ ეს საკითხი მისთვისაც აქტუალურია.
– ხედავთ, რომ მთელი რიგი ინდუსტრია გადმოვწიეთ უფრო ადრე გახსნის ეტაპზე და დიდი დრო არ გავა მანამდე, სანამ გავხსნით სილამაზის სალონებსაც, მაგრამ დავიმახსოვროთ, რომ ისევე როგორც შოპინგმოლები, კაფეები და რესტორნები, სილამაზის სალონებიც ისეთი ობიექტებია, სადაც მეტია ადამიანებს შორის კონტაქტი და რისკი. ამიტომ, კიდევ ცოტა დრო გვინდა იმისათვის, რომ ყველა შევამოწმოთ, ვნახოთ მათი მზადყოფნა, რათა თქვენც, მეც, მთელი საქართველო, ვინც მიმართავს სილამაზის სალონებს, მეტად იყოს დაცული. რაღაც გარკვეული დრო უნდათ მათ, რომ თუნდაც ეს დაშორიშორება მოახერხონ შიგნით, შეიძინონ პირადი დაცვის საშუალებები. სავარაუდოდ, მოკლე ხანში შევძლებთ სილამაზის სალონებში სტუმრობას და სასურველი სერვისით სარგებლობას – აღნიშნა ნათია თურნავამ.

  • No Comments
  • მაისი 7, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *