
შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებთან
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, თამარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მოსახლეობის საჭიროებებზე, განიხილეს არსებული ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბათუმის მერია აქტიურად განაგრძობს მუშაობას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.
გიორგი ცინცაძემ ხაზი გაუსვა უწყებათშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც არსებულ გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.
ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს
გალერეა
