
შეხვედრა ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან
ბათუმის მერი ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვედა და მუნიციპალიტეტის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა. არჩილ ჩიქოვანმა საბჭოს წევრებს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ პროექტებსა და პროგრამებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია.
საბჭოს წევრებმა ბათუმის მერს ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები გააცნეს და მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ ბათუმის მერისგან მიეღოთ ინფორმაცია აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. არჩილ ჩიქოვანმა ახალგაზრდებისგან საინტერესო მოსაზრებები მოისმინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. შეხვედრას ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში და ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.