შეხვედრა ელჩთან
By

შეხვედრა ელჩთან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩ გარეთ უორდთან შეხვედრა გამართა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა დიპლომატს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო და ეკონომიკური პროცესები, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებს შორის საუბარი ტურიზმის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სექტორში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დიასამიძე და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი ნინო გამხარაშვილი ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ივლისი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *