შეხვედრა იუსადის წარმომადგენლებთან
By

შეხვედრა იუსადის წარმომადგენლებთან

ბათუმის ვიცე მერი ლევან დავითაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (იუსაიდი) წარმომადგენლებსა და მისიის ხელმძღვანელ ჯონ პენელს შეხვდნენ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმ პროექტებსა და პროგრამებზე იმსჯელეს, რომლებსაც ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამაზე, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტში სერვისების გაუმჯობესება, მუნიციპალური მმართველობის სისტემების, პროფესიული განვითარების, მოხელეთა შეფასების სისტემისა და სტრატეგიული დოკუმენტების გაუმჯობესების მხარდაჭერა.

  • No Comments
  • ნოემბერი 20, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *