
შეხვედრა ლიდერ ქალბატონებთან
ეროვნული მეურნეობის ყველა დარგში საქმიანობენ ხულოელი ქალბატონები და წარმატებითაც. ლიდერ ქალებს ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის აჭარის რეგიონული საბჭოს ინიციატივით შეხვედრა გაუმართეს. იგი გახსნა აჭარის რეგიონული საბჭოს წევრმა, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძემ. საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძემ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გამორჩეული აქცენტი გააკეთა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში ქალების როლსა და ავტორიტეტზე.
რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ დამსწრეთ სამინისტროს პროგრამები გააცნო, რომელიც დედათა და ბავშვთა სამედიცინო პატრონაჟის გაუმჯობესებას, მთიანი ხულოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, საკრებულოს წევრი ირმა შავაძე, ვეტერანი პედაგოგი ეთერ დეკანაძე, პუბლიცისტი ოთარ ცინარიძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრი ხულოდან იზოლდა სურმანიძე, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი, სხალთის საჯარო სკოლის პედაგოგი ნაზიბროლა მიქელაძე.
თეატრიდან სტუმრებმა და მასპინძლებმა სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლეს. მუზეუმის ხელმძღვანელი იზოლდა სურმანიძე მათ ღირსეული მამულიშვილის დამსახურებაზე ესაუბრა.
– ხულოში რეგიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრებისა და აქტივისტების საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა. წარმოჩნდა ის საქმიანობა, რასაც თვითმმართველობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და მათი კეთილდღეობისთვის აკეთებს, -გვითხრა ნატალია ზოიძემ.
ოთარ ცინარიძე
გალერეა


