
შეხვედრა მეხანძრე-მაშველებთან
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მეხანძრე-მაშველებს შეხვდა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მერმა ყურადღება გაამახვილა მეხანძრე-მაშველების განსაკუთრებულ როლზე საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით და მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და თავდადებისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ.
გიორგი მურვანიძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა თვაურთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროს რომან ქამადაძესთან ერთად სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა და სამმართველოს სამუშაო სპეციფიკას გაეცნო.
მერმა მეხანძრე-მაშველებს წარმატებები უსურვა იმ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში, რასაც ადამიანების სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა ჰქვია.
გალერეა
