შეხვედრა – მიხეილ ხიდურელთან
By

შეხვედრა – მიხეილ ხიდურელთან

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელს შეხვდა. უწყების ცნობით, მიხეილ ხიდურელმა მინისტრს  მიაწოდა ინფორმაცია, რეგიონში აგრარული მიმართულებით მეწარმეებთან სააგენტოს მიერ დაგეგმილი სიახლეებისა და ახლად გახსნილი საკონსულტაციო ჰაბის საქმიანობის შესახებ. სააგენტოს დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, რაც რეგიონში სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

  • No Comments
  • ივლისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *