შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან
By

შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, კულტურის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტ ღასან ხალილთან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინტერაქტიული შეხვედრის მთავარი თემატიკა იყო რეგიონში კულტურის მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და განვითარება. ხაზი გაესვა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით პროექტში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ, კულტურის მინისტრის მოადგილეებმა – ლადო მგალობლიშვილმა და ირმა აბულაძემ, ასევე, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა გიორგი ქორქაძემ.

  • No Comments
  • აგვისტო 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *