19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან
By

შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციაs აჭარის მთავრობის მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ელჩს რეგიონის საინვესტიციო გარემო და აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა.

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *