
შეხვედრა – ხელოვანთან
აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ გურამ ფუტკარაძესთან შეხვედრა გაიმართა.
გურამ ფუტკარაძე 1980 წლიდან არის ქ. ბათუმის ნ. კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორი. 1998 წელს მიენიჭა აჭარის დამსახურებული მხატვრის წოდება, 2019 წელს – საპატიო ბათუმელის. ის არის ტბელ აბუსერისძის და სელიმ ხიმშიაშვილის პრემიების ლაურეატი. 2015 წლიდან აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეა. მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და გალერეაში.
აჭარის ხელოვნების მუზეუმში დაცულია მხატვრის ორი ფერწერული ტილო: „ქაჯეთის ციხე“ და „უშბა“.
შეხვედრაზე ხელოვანმა თავის შემოქმედებით პრინციპებზე, განვლილ ეტაპებსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო ავტორის რამდენიმე ახალი ნამუშევარი.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც მუზეუმის გიდი თამთა ცინცქილაძე უძღვებოდა.
გალერეა

