შეხვედრა YRC კლუბის განახლებულ შემადგენლობასთან
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, YRC კლუბის განახლებულ შემადგენლობას შეხვდა. კლუბის ძირითადი მიმართულებებია: გართობა და შემეცნება, კულტურა და ხელოვნება, მოხალისეობა და სპორტი.
შეხვედრაზე კლუბის წევრებს გააცნეს ინფორმაცია ცენტრის მიერ წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტებისა და კლუბის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული გამოცდილება ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან დაკავშირებით.
კლუბი, ამ ეტაპზე, 70-ზე მეტი წევრისგან შედგება. 14-დან 29 წლის ჩათვლით დაინტერესებულ ახალგაზრდას კი 2026 წლის 20 დეკემბრამდე შეუძლია შეავსოს მარტივი სააპლიკაციო ფორმა, გაიაროს გასაუბრება და გახდეს YRC კლუბის ოჯახის წევრი შემდეგ კი თანატოლებთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური კამპანიები და მოხალისეობრივი აქტივობები.
გალერეა
