
შეხვედრები გრძელდება
ქედის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად წონიარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – წონიარისის, კანტაურის, ტიბეთისა და ვარჯანისის ამომრჩევლებს შეხვდა. მან არსებულ პრობლემებზე, მოსახლეობის საჭიროებებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.
აღნიშნა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განხორციელდა და ბევრი კიდევ გრძელდება. მიუხედავად მიღწევებისა, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელთა გადაჭრას მოსახლეობის ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევით აპირებენ. მამუკა თურმანიძემ ამომრჩევლებს გულწრფელი მადლობა გადაუხადა გაწეული თანადგომისა და ნდობისთვის, როცა იგი ქედელებმა თავიანთ დელეგატად აირჩიეს აჭარის უმაღლეს საბჭოში. ამასთან შეჰპირდა, რომ ყველა მათი მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული, რათა თითოეულ ამომრჩეველს შეეძლოს მშვიდ ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება.
„განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ახალგაზრდების განათლებას, ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, გავაგრძელებთ სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობას. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ქედას ვაქცევთ უფრო განვითარებულ, თანამედროვე და წარმატებულ მუნიციპალიტეტად,“ – თქვა მერობის კანდიდატმა შეხვედრის დასასრულს.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
