18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
შეჯიბრება – გეზრბენსა და მაგიდის ჩოგბურთში
By

შეჯიბრება – გეზრბენსა და მაგიდის ჩოგბურთში

სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის სასკოლოს სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმში რესპუბლიკური თამაშები ჩატარდა სპორტის ორ სახეობაში – მაგიდის ჩოგბურთსა და გეზრბენში (კროსი).
შეჯიბრებაში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.
გეზრბენში ვაჟებში პირველი ადგილი ბათუმის №17 საჯარო სკოლამ დაისაკუთრა, მეორე – სოფელ სალიბაურის №1 (ხელვაჩაური) საჯარო სკოლამ, მესამე – სოფელ უჩხოს საჯარო სკოლამ (ხულო).
გოგონებში პირველ ადგილზე სოფელ სალიბაურის №1 (ხელვაჩაური) საჯარო სკოლა გავიდა, მეორეზე – ბათუმის №22 საჯარო სკოლა, მესამეზე – დაბა ქედის საჯარო სკოლა.
მაგიდის ჩოგბურთში ვაჟებში პირველი ადგილი სოფელ ვაიოს (ქედა) საჯარო სკოლამ დაისაკუთრა, მეორე – სოფელ კირნათის (ხელვაჩაური), მესამე – შუახევის საჯარო სკოლამ.
გოგონებში პირველი იყო სოფელ ვაშლოვანის (ხულო) საჯარო სკოლა, მეორე – ბათუმის #26 საჯარო სკოლა, მესამე – შუახევის საჯარო სკოლა.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *