შეჯიბრება – ჯანსაღ ორჭიდში
By

 შეჯიბრება – ჯანსაღ ორჭიდში

აჭარის ვეტერანთა სპორტის  ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ტაბაღუას  ინიციატივითა და ბათუმის #2 საჯარო სკოლის დირექტორის მარიზა აბაშიძის მხარდაჭერით, ამავე სკოლის დარბაზში  ღია პირველობა ჩატარდა ჯანსაღ ორჭიდში – დომინოსა და მკლავჭიდში ვეტერანებს შორის, რომელშიც ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება.

როგორც ბატონმა შალვამ გვითხრა, ასეთი სახის შეჯიბრი  სპორტის  არა მხოლოდ ჯდომით, არამედ მოძრავ სახეობაში შეჯიბრებას ისახავს მიზნად.

მამაკაცებს შორის ყველას 85 წლის ვეტერანმა დავით არძენაძემ აჯობა, მეორე ადგილზე იასონ კამკია გავიდა, მესამეზე – რევაზ წულუკიძე.

ქალთა შორის თანაბარი ქულებით პირველი და მეორე ადგილები მედეა ბიბილეიშვილმა და ეთერ დიასამიძემ გაიყვეს, მესამე ადგილზე ნინო აბაშიძე გავიდა.

გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ნოემბერი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *