შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიამ ტაბატაძე თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა
By

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიამ ტაბატაძე თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიამ ტაბატაძე სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება და თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსთან მაჰმუთ დემირთაშთან შეხვედრა გამართა. უწყების ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

მარიამ ტაბატაძემ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

სტამბოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა „IDEF 2025“-ს დაესწრო, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო აღჭურვილობები დაათვალიერა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *