
By
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში.
შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.
რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგი მიაყენა. უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი: ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე დაიღუპნენ.