19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
შოთის პური – უფასოდ!
By

შოთის პური – უფასოდ!

ნინო ცხვარაძე 591 98 24 30

დღეს ერთ-ერთ საცხობს ბათუმში (რუსთაველის ქ. 11) ეწერა – „შოთის პური უფასოდ“. აქ ყოველ მსურველს შოთის პურს უფასოდ სთავაზობდნენ. ბექა კონცელიძემ, გაითავისა რა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, ამ ფორმით გადაწყვიტა შეძლებისდაგვარად დახმარებოდა მათ, ვისაც ეს სჭირდება.
– დღეს განსაკუთრებით უჭირთ ადამიანებს. ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა დავუდგეთ გვერდით ერთმანეთს. მე პურს მივაწვდი მოსახლეობას, სხვა – პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტს და ჰიგიენის საშუალებებს. ერთად ყველაფერს შევძლებთ! – გვითხრა ბექამ.

იგი მხოლოდ ერთჯერადი აქციით არ შემოიფარგლება და კეთილ საქმეს ხვალაც გააგრძელებს – შოთის პურს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს თავად მიაწვდის. დღესაც რამდენიმე ოჯახში მიიტანა შოთის პური.
ბექას ამ თემაზე საუბარი ეუხერხულებოდა, მაგრამ დავარწმუნე, რომ ეს საჭიროა, რადგან „სიკეთე გადამდებია“.

  • No Comments
  • აპრილი 8, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *