შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯამში 46 პირი დააკავა
By

შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯამში 46 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს, თბილისში ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირი – გ.ქ. დააკავეს.

„პოლიციის მიერ ჯამში დაკავებულია 46 პირი. სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *